მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა.
მთავარანგელოზების კრების აღნიშვნა IV საუკუნის დასაწყისში ლაოდიკიის კრებაზე გადაწყდა. ანგელოზთა დასი სამ იერარქიად იყოფა. უმაღლეს იერარქიას სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი შეადგენენ.