საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ახალ პრემიერ-მინისტრს დასაქმების პრობლემაზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს.
ამის შესახებ ილია მეორემ დღეს, სამების ტაძარში ქადაგებისას ისაუბრა, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ესრებოდნენ.
ილია მეორის თქმით, ხალხს უნდა დაეხმარონ არა სურსათის მიცემით, არამედ სამუშაო ადგილების შექმნით. ახალ პრემიერზე კი პატრიარქმა დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ახალგაზრდაა, ხალხმა უკვე შეიყვარა და მისი იმედი აქვს.
ქადაგების შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ დასაქმების თემა ხალხს რეალურად აწუხებს. გრიგოლ მგალობლიშვილის თქმით, ესმის, რამდენად რთულ დღეშია მოსახლეობა და ამიტომ პირობას დებს, რომ დასაქმება და უმუშევრობის აღმოფხვრა მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება.