საქართველოს პატრიარქმა ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო წირვა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა

“საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ყველა განსაცდელს ღვთისმშობლის მფარველობით გადაიტანს”, – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი ერი დალოცა და მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა.
ილია მეორემ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
ქადაგებისას ილია მეორე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება.
მრევლი ტაძართან დილიდან შეიკრიბა. წირვა–ლოცვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირებიც ეწრებოდნენ.