პატრიარქის ქადაგებით, აფხაზი და ოსი ხალხი გადარჩენის მიზნით საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყვნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს ქადაგებით, აფხაზი და ოსი ხალხი გადარჩენის მიზნით საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყვნენ.მისი თქმით, ის რასაც მათ უცხო ძალა ჰპირდებათ, მხოლოდ სიტყვებად დარჩება.
“ჩვენ შორის უნდა იყოს გაგება და ურთიერთპატივისცემა”, – აღნიშნა პატრიარქმა.
დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსული აგრესიის შედეგად დევნილები დალოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი საკუთარ სახლებს მალე დაუბრუნდებიან.