სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში სავედრებელ პარაკლისს ივერიის ღვთისმშობლის ხატთან შეასრულებს

დღეს, 16 აგვისტოს, 15.00 სთ-ზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს სავედრებელ პარაკლისს ივერიის ღვთისმშობლის ხატთან.
პარაკლისის შემდეგ ივერიის ღვთისმშობლის ხატს საგანგებო ღია ავტობუსით შემოატარებენ თბილისს, რის შემდეგაც იგი დაბრძანდება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.
7 აგვისტოს, დილის 9.00 სთ-ზე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს წირვას ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.
წირვის დასრულების შემდეგ ივერიის ღვთისმშობლის ხატი ფეხით მსვლელობით შემოივლის თბილისს.