საქართველოში წმინდა მოციქული მათე მახარებლის თავის ქალა ჩამოაბრძანეს

მართლმადიდებელ მრევლს 4 დღის განმავლობაში საშუალება ექნება წმინდა მათე მოციქულის თავის ქალას ემთხვიოს.
სიწმინდეს დღეს და ხვალ სამების ტაძარში, შაბათს სვეტიცხოველში, კვირას კი ისევ სამების ტაძარში დააბრძანებენ.
მთელი ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე საქართველოში სტუმრად ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავთან დაკავშირებით ჩამოაბრძანა.
დიდმოწამე მათე მაცხოვრის მოწაფე სახარების 4 ავტორთაგან ერთ-ერთია. მათე მოციქული ქრისტეშობიდან 60 წელს აღესრულა. მისი ხსენების დღეს ეკლესია 29 ნოემბერს აღნიშნავს.