დღეს – გიორგობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა, მოგვიანებით რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი იმპერატორს განუდგა, წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა.
ეკლესიის ისტორიაში იგი შევიდა, როგორც ძლევამოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას 2-ჯერ ზეიმობს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქაშვეთის ეკლესიაში ჩაატარა…