ელდარ რიაზანოვი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

ცნობილი რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ცნობილ რეჟისორს მსოფლიოში აღიარებული შემოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი ქართულ-რუსულ ურთიერთობებსაც შეეხო.
შეხვედრას საპატრიარქოში პირველი ლედი სანდრა რულოვსი და კულტურის მოღვაწეები დაესწრნენ. ელდარ რიაზანოვი საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ესტუმრა.
კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის რიაზანოვს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა.
რეჟისორის შემოქმედებითი საღამო გაიმართება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. კინოთეატრ რუსთაველში კი მისი ფილმების ჩვენება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.
ცნობილი რუსი რეჟისორი თბილისს ხვალ დატოვებს. მეუღლესთან ერთად იგი საქართველოში 27 აპრილს ჩამოვიდა.