მართლმადიდებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.
საზეიმო ლიტურგია სამების ტაძარში საღამოს 11 საათისთვის დაიწყო და თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა; წმინდა ცეცხლი სამებაში სააღდგომო ლიტურგიის დაწყებიდან რამდენიმე საათში მიიტანეს. ილია II ლოცვა-კურთხევით ცეცხლი იერუსალიმიდან შუაღამისას ჩამოტანეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ლიტანიობას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.