საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ოპოზიციას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ოპოზიციას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქი პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილეებთან მივიდა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შიმშილობა “არაქრისტიანულია”.
“ვეცადოთ, რომ გამოვნახოთ სხვა გზები ერთსულოვნებისა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვემსახუროთ სამშობლოს. ვეცადოთ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს, კატეგორიული აზროვნება ძალიან საშიშია ყველასათვის, რიგითი ადამიანისათვის და ხელისუფლებისათვის. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა”, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია.
გადაწყვეტილებას მოშიმშილეები ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღებენ, რომელსაც “ახალი მემარჯვენეებიც” დაესწრებიან.