სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა ილია მეორემ ანა კალანდაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.ცნობილი ქართველი პოეტი სამების ტაძარში გუშინ 17 საათისთვის გადაასვენეს. ანა კალანდაძეს დღეს, 14 საათისთვის, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.პოეტი 10 მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.