მართლმადიდებლური სამყარო დღეს შენდობის, ანუ მიტევების დღეს აღნიშნავს. შენდობის წესი დიდმარხვის დაწყების წინა საღამოს სრულდება.დიდმარხვას ქრისტიანი გულდამძიმებული და ვინმეზე განაწყენებული არ უნდა შეხვდეს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმ. სამების საკათედრო ტაძარში აღასრულა შენდობის ლოცვა.ხვალიდან დიდმარხვა იწყება, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღასასწაულამდე გაგრძელდება.მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას 27 აპრილს იზეიმებს.