პატრიარქის გადაწყვეტილებით, მისთვის გადასაცემი დავით გურამიშვილის სახელობის პირველი პრემია ილია ჭავჭავაძის მუზეუმს გადაეცემა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებით, მისთვის გადასაცემი დავით გურამიშვილის სახელობის პირველი პრემია ილია ჭავჭავაძის მუზეუმს გადაეცემა.პრემია, რომლის შემადგენლობაშიცაა ზურმუხტის, მარგალიტის თვლებით და მინანქრით მოხატული მედალიონი და 5000 ლარი, დავით გურამიშვილის საზოგადოებამ სამი წლის წინ პოეტის დაბადებიდან 300 წლის იუბილეზე დააწესა.ეს პრემია პატრიარქს საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ჰუმანური ღვაწლისთვის გადაეცა.კათალიკოს-პატრიარქმა ასეთი დაფასებისთვის მათ დიდი მადლობა გადაუხადა და მათთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს პრემია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში დაიდებს ბინას.