ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოეხმაურა. “ქართული ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამო. ის დიდი ადამინი იყო და მისი სახელი ჩვენს ისტორიაში დარჩება”, – განაცხადა მისმა უწმინდესობამ.კათოლიკოს-პატრიარქმა დაღუპულის ოჯახს მრევლის სახელით მიუსამძიმრა.