საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა ერთიანი ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობა, რომელსაც სათავეში არასამთავრობო ორგანიზაცია ”ნაციონალური ლობის” ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე უდგას.მოძრაობის ხელმძღვანელის განცხადებით, მათი მიზანია საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეს მთავარი პოსტულატების ცხოვრებაში განხორციელება.ერთიანი ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის წევრების წარდგენა მოხდა დღეს პატრიარქის ფონდში და მას თავად პატრიარქიც დაესწრო.“ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ცხოვრებაში განახორციელოს ეპისტოლეში გაჟღერებული თემები,” – აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ და დასძინა, რომ უპირველესი ამოცანა იქნება საქართველოს ეკლესიის ინტერესების ლობირება.