“თელასი” საპატრიარქოს ეხმარება.

ელექტრონერგიის სადისტრიბუციო კომპანია “თელასის” გენერალური დირექტორი იური პიმონოვი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა და ვაუჩერი გადასცა, რომლის მიხედვითაც კომპანია სამების საკათედრო ტაძრის ელექტროენერგიის ხარჯებს თავად ანაზღაურებს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პიმონოვს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ბეთლემის შობის სცენა უსახსოვრა.