მიხეილ სააკაშვილი ფიცს ღვთის წინაშე დადებს

ორ საათზე ბაგრატის ტაძარში პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციის მეორე ნაწილი დაიწყება. მიხეილ სააკაშვილს ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დახვდება. მისი უწმინდესობა პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს. ცერემონია დაახლოებით 45 წუთი გაგრძელდება. მასში მონაწილებას მიიღებენ ჩოხოსნები, ფოკლორული ანსამბლები და მსახიობები. ბაგრატის ტაძრის ეზოში სცენის მონტაჟი, რომელიც გვიანობამდე მიმდინარეობდა უკვე დასრულებულია. ახლა იქ წითელ ხალიჩებს აგებენ.