ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო საშობაო ღვთისმსახურება 23.00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღასრულებს.ხვალ კი საშობაო ალილოს მსვლელობისთვის სხვადასხვა ტაძრებიდან სამღვდელოება და მრევლი ვარდების მოედანზე შეიკრიბება.ქუჩებში გაიმართება ფართომასშტაბიანი თეატრალიზებული წარმოდგენა, ალილოზე შეგროვებული საჩუქრები დაურიგდებათ უმწეოებს და ბავშთა სახლებს.