კენჭისყრაში მონაწილეობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავისი არჩევანი კრწანისის №4 საარჩევნო უბანში დააფიქსირა.“ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი პიროვნება, რომელიც საჭიროა საქართველოსთვის და რომელიც სულიერ, ინტელექტუალურ და ეროვნულ ფასეულობებს გაუფრთხილდება”, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ხმის მიცემის შემდეგ.პატრიარქმა დალოცა ქართველები და იმედი გამოთქვა, რომ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.