საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

“არ უნდა იყოს შურისძიება. ჩვენს უკან დგას ჩვენი სამშობლო, საქართველო”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.ილია მეორე მოსახლეობასა და ხელისუფლებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. პატრიარქის თქმით, მომავალმა პრეზიდენტმა ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირება პირნათლად უნდა შეასრულოს. ეს განცხადებები ილია მეორემ წუხელ, სომხეთის დელეგაციების მიღების შემდეგ გააკეთა.