ქადაგება წმინდა ნიკოლოზობის დღესასწაულზე (19 დეკემბერი, 2007 წელი; წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება წმინდა ნიკოლოზობის დღესასწაულზე
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, 19 დეკემბერი, 2007 წელი
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმინდა ნიკოლოზობას!

წმინდა ნიკოლოზი ბრძანდება ჩვენი ეკლესიისა და ერის მფარველი. იგი არის მსწრაფლ
შემწე ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ლოცვით
მიემართოს წმინდა ნიკოლოზისათვის და მას არ შეესრულებინოს მისი ვედრება. იგი
ისეთი მოწყალეა, რომ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს – მაჰმადიანებსაც კი უსრულებს თხოვნას.

წმინდა ნიკოლოზის ლოცვით
შეგეწიოთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს!

ადრე უკვე მოგეცით ლოცვა-კურთხევა, რომ გააძლიეროთ
ლოცვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველდღიურად დღეში მრავალგზის იკითხეთ „მამაო
ჩვენო“, 50-ე და 90-ე ფსალმუნები.

წმინდა ნიკოლოზის ლოცვითა
და მეოხებით ღმერთმა მოგცეთ
მშვიდობა, უფალმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №41,
2007 წ.