დღეს ბარბარობაა

17 დეკემბერს მართლმადიდებელი სამყარო წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო წირვა წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში აღავლინა.წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.წმიდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. მას განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.