25 დეკემბერს პარლამენტში პატრიარქის აღსაყდრებიდან 30-ე წლის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართება

პატრიარქის აღსაყდრებიდან 30-ე წლის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტში 25 დეკემბერს მიღება გაიმართება.განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა.მისივე თქმით, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სთხოვენ პარლამენტის შენობაში არსებული სამლოცველოს კურთხევას. პარლამენტის შენობაში სამლოცველო დეპუტატების დახმარებით აღდგა.