საქართველოს პატრიარქი ოჯახში ყოველი მესამე ახალშობილის მონათვლას თავად აპირებს

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდში მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ესწრებოდა.პატრიარქი გამოვიდა ინიციატივით, რომ ოჯახში ყოველი მესამე ახალშობილი უწმინდესმა თავად მონათლოს. უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე ბრძანა, რომ მის ნათლულებს პატრიარქის საქველმოქმედო ფონდისგან დაენიშნებათ დახმარება, რომლებსაც ისინი 18 წლამდე მიიღებენ.პატრიარქის თქმით, ასეთ ბავშვებს საპატრიარქო მიანიჭებს სპეციალურ ტიტულს – „თავდადებული მამულიშვილი“. საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოში შექმნილი დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.აღსანიშნავია, საქართველოს საპატრიარქოს ფონდმა დემოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად დაიწყო ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში შობადობის განწყობის ამაღლებას.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე დასძინა, რომ სასურველია, თითოეულ ოჯახს სამ შვილზე ნაკლები არ ჰყავდეს.