საქართევლოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პირდაპირ ეთერში გააკეთა კომენტარი. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს დილით შეხვედრა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან.პატრიარქი აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებული სიტუაციიდან არის დიალოგი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიმართოს ქვეყნის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.„თუ იქნება რომელიმე მხარის სურვილი, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ დიალოგში“ – აცხადებს უწმინდესი და უნეტარესი ილია II.პატრიარქი მიმართავს ყველა მოქალაქეს შეინარჩუნოს სიმშვიდე, რათა ყველამ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანა გავიდეს სამშვიდობო გზაზე. მისი განცხადებით, შემქნილ მდგომარეობას იყენებენ უცხო ქვეყნის ძალები და ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მათ, რომ ავნონ ჩვენს სამშობლოს.პატრიაქრი იმედს გამოთქვამს, რომ დიალოგის გზით მივაღწევთ კომპრომისს და შევძლებთ შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას.