სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმედოვნებს, რომ ბუში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისადმი გაგზავნილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება, განუცხადა სააგენტო “რია ნოვოსტის” ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამდივნოს წარმომადგენელმა.“მისმა უწმინდესობამ აშშ-ის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ სამადლობელ წერილში აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ დაბრუნება დიდ როლს ითამაშებს რეგიონში სტაბილურობის საქმეში. მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მხარდაჭერით ეს საკითხი შეიძლება გადაიჭრას”, – აღნიშნეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამდივნოში.გარდა ამისა, წერილში პატრიარქი მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს მისი სრულიად საქართველოს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრების 30 წლისთავთან დაკავშირებული მილოცვისათვის და აღნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრობას დიდი მნიშვნელობა გააჩნია “როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთელი სამხრეთ კავკასიისათვის”.