უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 1 ივლისი, 2007 წელი
„მთავარია, რომ ადამიანმა
შეინარჩუნოს ის მადლი, ის წყალობა,
ის სიყვარული, ის რწმენა, რომელიც გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის განსაკუთრებული დღე – წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მობრძანდით
თქვენ, ჩვენი შვილები იმისათვის, რომ მიიღოთ ლოცვა-კურთხევა მომავალი
ცხოვრებისათვის. ხვალ თქვენ აბარებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს უმაღლეს
სასწავლებლებში. შევთხოვთ უფალს, რომ მოგანიჭოთ ძალა, ცოდნა და სიბრძნე. კარგია
ცოდნა და სიბრძნე, მაგრამ ადამიანი მაშინ არის ბედნიერი და დგას ცხონების გზაზე,
როდესაც მისი ცოდნა არის დაფუძნებული ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულზე.
დღეს ჩვენი ახალგაზრდობა ფიქრობს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა: „ვინ
ვარ“, „რა უნდა ვაკეთო“, „სად მივდივარ და რა უნდა გავაკეთო ჩვენი სამშობლოსათვის“.
უპირველეს ყოვლისა, ყოველმა თქვენგანმა უნდა გასცეს პასუხი შემდეგ კითხვაზე – „ვინ
ვარ მე?“ მე ვარ ადამიანი და ვმადლობ უფალს ამისათვის. მე ვარ ქართველი, მე ვარ
მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვმადლობ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.
რა უნდა ვაკეთო? უპირველეს ყოვლისა, მე უნდა დავიცვა ის მადლი, ის ღვთის ხატება,
რომელიც უფალმა მომანიჭა. ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მივაღწიო
მსგავსებას ღვთისას, მივაღწიო იმას, რომ ჩემი ენერგია, ჩემი ნება დაუახლოვდეს ღვთის
ენერგიას, ღვთის ნებას, შეერწყას და არასოდეს დაშორდეს მას. ამ ორი ენერგიის –
ღვთისა და ადამიანის ნების დაახლოებით წარმოქმნილ ენერგიას წმინდა მამები სინერგიას
უწოდებენ. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მიაღწევს სინერგიას!
დღეს, ჩვენო სულიერო შვილებო, თქვენ ფიქრობთ წარმატებებსა და ბედნიერებაზე. თქვენ
მიგაჩნიათ, რომ ადამიანის ბედნიერება დამოკიდებულია ცოდნის მიღებაზე, შემდეგ კი –
მის გამოყენებაზე. ნაწილობრივ ეს სწორია, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის
ის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ის მადლი, ის წყალობა, ის სიყვარული, ის რწმენა,
რომელიც გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა.
ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ოჯახში იზრდება ადამიანი. ვიგონებ ჩემს
ბავშვობას და მინდა
გითხრათ, რომ მე არ მახსოვს, ყოფილიყო რომელიმე დღე, როცა ჩვენი ოჯახის ყველა წევრი
არ შეიკრიბებოდა და ერთად არ ილოცებდა. მამა ბავშვებს მოგვიხმობდა, დაგვაყენებდა
და წარმოთქვამდა ძილის წინ საკითხავ ლოცვებს. მან ეს ლოცვები ზეპირად იცოდა. შემდეგ
ბავშვებს აუცილებლად გვათქმევინებდა 90-ე ფსალმუნს. თქვენ იცით, ეს ძალიან ძლიერი
ფსალმუნია და იგი იცავს ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისაგან, ბოროტი ძალისაგან.
დაბოლოს, აუცილებლად გვასხურებდა ნაკურთხ წყალს და მივდიოდით დასაძინებლად, ხოლო თავად აგრძელებდა ლოცვას, ასრულებდა თავის კანონს. ძალიან მინდა,
რომ თქვენი ოჯახებიც ასეთი იყოს. მინდა, რომ თქვენს ოჯახებში არ ისმოდეს ბილწი
სიტყვა, ხმამაღალი, უხეში მიმართვა, არამედ სუფევდეს მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა
და სიყვარული. მე არ მახსოვს, რომ დედაჩემს ან მამაჩემს, ჩვენთვის,
ბავშვებისათვის, დაეყვირათ ან თუნდაც ხმამაღლა ეთქვათ რამე. ყოველივე ამან ძალიან
დიდი გავლენა იქონია ჩვენზე.
გახსოვდეთ ღვთის მცნება: „პატივ ეც მამასა შენსა და
დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“. აი,
რაზეა თურმე ადამიანის ბედნიერება დამოკიდებული. ბედნიერი იქნები, თუკი პატივს სცემ
საკუთარ მშობლებს – „რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“.
რას ნიშნავს მშობლის პატივისცემა? რასაკვირველია, მშობელი ყველას უყვარს. მაგრამ
ჩვენ პატივი უნდა ვსცეს მის შეხედულებებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მას მეტი
გამოცდილება აქვს: უნდა გვახსოვდეს, რომ მან გაგვზარდა, მან დაგვაყენა ფეხზე, მან
გვასწავლა. არსებობს ერთი მშვენიერი ქრისტიანული ტრადიცია: ადამიანი დილას ადგება
და მოწესრიგდება თუ არა, მიდის დედ-მამასთან და სთხოვს მათ ლოცვა-კურთხევას,
ეუბნება: დამლოცეთ ჩემო საყვარელო მშობლებო და ემთხვევა ხელზე,
ისე, როგორც თქვენ ემთხვევით ხოლმე მოძღვარს ხელზე კურთხევის აღებისას.
მშობლების პატივისცემა სულ წვრილმანებშიც გამოიხატება. სულ რომ არაფერი, ერთი
კანფეტი რომ მიუტანო შენს მშობელს, ის გულში დაგლოცავს. ამიტომ მინდა, რომ თქვენ
ყველამ, დიდმა და პატარამ, ეს დარიგება მიიღოთ ჩემგან, როგორც ლოცვა-კურთხევა: დილას
რომ მოწესრიგდებით, მიდით დედ-მამასთან, ემთხვიეთ ხელზე და უთხარით – დამლოცე დედა
თუ მამა. და თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არის ღვთის ლოცვა-კურთხევა, ეს არის
ღვთისაგან დალოცვა და თქვენ მუდამ ბედნიერი იქნებით.
ხვალ თქვენ ჩააბარებთ გამოცდებს უმაღლეს სასწავლუბლებში: ზოგი ჩაირიცხება, ზოგი ვერ
ჩაირიცხება. თუ არ ჩაირიცხებით, ეს თქვენთვის ტრაგედია არ უნდა იყოს. არსებობს
მრავალი გზა, არსებობს მრავალი ადგილი, სადაც თქვენ შეძლებთ ცოდნის მიღებას;
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სიკეთე არ უნდა დაკარგოთ, სიძულვილმა არ უნდა
დაისადგუროს თქვენს გულებში. უნდა ეცადოთ, რომ სიკეთე მომდინარეობდეს თქვენგან,
სიყვარულს უნდა სთესდეთ და სიყვარული ათმაგად და ასმაგად დაგიბრუნდებათ სიუხვესთან
ერთად.
მახსოვს, ერთხელ ფასანაურში ჩვენ გავაკეთეთ უფასო სადილი მოხუცებისა და
სნეულებისათვის და სადილი ბავშვებს მიჰქონდათ მათთვის სახლებში. როგორი სიხარული სუფევდა, როგორი სიყვარული იყო
მათ შორის, თქვენ ვერ წარმოიდგენთ! მათ დღემდე ახსოვთ ეს სითბო და ნუგეში. ამიტომ
ჩვენს შვილებს ჩვენ უნდა ვასწავლოთ სიკეთის კეთება და უნდა დავიცვათ ისინი
სიძულვილის თესვისგან.
ქართველ ადამიანს ღვთისაგან აქვს მიმადლებული სიყვარული; მას აქვს საოცარი თვისება
– არ შეუძლია გულში ბოროტების ტარება. მაგრამ, ვისაც არ აქვს ეს თვისება, სთხოვეთ
უფალს, რომ განჰკურნოს თქვნი გული. წმინდა დავით წინასწარმეტყველი ხშირად ამბობს:
„გული წმინდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“.
უნდა ეცადოთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გახსოვდეთ დავითის სიტყვები: „მოიხსენე, უფალო,
დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. გულსა და გონებაში სიმშვიდე უნდა სუფევდეს და
თქვენ იქნებით ბედნიერი.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი მშობლები, თქვენი ოჯახები. ღმერთმა დალოცოს,
გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
საქართველო ელოდება თქვენგან დიდ და კეთილ საქმეებს!
ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ ემსახუროთ ღმერთს და სამშობლოს, ამინ.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №23,
2007 წ.