სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი სვიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ოქროს ფონდის გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით (25.12.2023)

ფრიად გვახარებს ბ-ნ სვიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შენობაში დღეს 25 დეკემბერს, საქართველოს ოქროს ფონდის მუდმივმოქმედი გამოფენის გახსნა, რაც ჩვენს მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე) მისცემს საშუალებას, აქ, ამ სივრცეში, მაღალი ხარისხის დაცულობის პირობებში, საეკლესიო საგანძურის დათვალიერებისა.

მადლობა ხელისუფლებას, მადლობა მუზეუმების დირექციას, აქ მომუშავე პერსონალს და ყველას, ვინც დღევანდელი დღის სიხარული მოგვანიჭა.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის შუამდგომლობითა და ჩვენი ეკლესიის წმინდანთა მეოხებით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.

 

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი