სომხეთის ელჩის აშოტ სმბატიანის 90 წლის საიუბილეო მილოცვა კათოლიკოს პატრიარქს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ილია მეორეს

თქვენო უწმინდესობავ,

გულითადად გილოცავთ 90 წლის იუბილეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების 45-ე წლისთავს.

ფასდაუდებელია თქვენი წვლილი საქართველოში ქრისტიანული ფასეულობების თანმიმდევრულ გავრცელებასა და განმტკიცებაში, რომელიც დღესაც კი ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სომხები და ქართველები, როგორც მდიდარი ქრისტიანული კულტურის მქონე ერები, საკუთარ თავზე აიღეს რეგიონში საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული უნივერსალური ღირებულებების შენარჩუნებისა და გავრცელების მისია.

თქვენო უწმინდესობავ,

ნება მიბოძეთ გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლე

მოძმე საქართველოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

ღრმა პატივისცემით,

აშოტ სმბატიანი