ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის იაკობ გაგულაშვილის 90 წლისთავის საიუბილეო მილოცვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,

უწმიდესსა და და უნეტარესს ილია II

 

უწმინდესო პატრიარქო, გულითადად გილოცავთ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე

აბრძანების 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს. კვლავაც და მრავალგზის მინდა ავღნიშნო ჩემი დიდი

პატივისცემა თქვენდამი, თქვენი სიბრძნისადმი და ფასდაუდებელი ღვაწლისადმი საქართველოს

კათოლიკოს პატრიარქის რანგში. სრულიად გულწრფელად მოგახსენებთ, განსაკუთრებულ

პატივად მივიჩნევ ურთიერთობას და მეგობრობას თქვენთან, როგორც თანამედროვეობის

უდიდეს და უხუცეს სულიერ ლიდერთან.

ამასთანავე გილოცავთ ახალი კალენდარული წლის შემობრძანებას, დღეგრძელობას

გისურვებთ, უწმინდესო პატრიარქო, სულის სიმტკიცეს და გულის სიმაგრეს, ჯანმრთელობას და

მხნეობას მრავალჟამიერ. იცოცხლეთ დიდხანს, რათა ასმინოთ მრავალთ, თუ როგორ უნდა

გიყვარდეს გამჩენი და ადამიანი.

მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს თქვენს ირგვლივ და თქვენს სალოცავ სამშობლოში -

ჩვენს საყვარელ საქართველოში.

კვლავაც მიიღეთ ჩემგანი მრავალგზის გაცხადებული მადლიერება ებრაელი კაცის

სიყვარულისთვის, ქართულ-ებრაული ურთიერთობისათვის გაწეული უდიდესი

ძალისხმევისთვის, ნაყოფიერი დიალოგისთვის, კეთილგანწყობით აღსავსე მეგობრული

შეხვედრებისთვის და თქვენი ბრძნული სიტყვებისთვის, რომელიც კაცთა შორის სათნოების

დამკვიდრების გაკვეთილია მუდამ.

იხარეთ და იძლიერეთ მრავალჟამიერ!

 

პატივისცემით და სიყვარულით,

იაკობ გაგულაშვილი

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი

აშდოდისა და იერუშალაიმის მთავარი რელიგიური მოსამართლე

03.01.2023 წ.