ყაზახეთის ელჩის მოადგილის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში (08.06.2022)

ა.წ. 8 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, ქ-ნი ჟაზირა მირკაზასიმოვა მიიღეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესს, რომლის მოსაწვევებიც გადასცა ქ-ნმა ჟაზირამ  მასპინძლებს.

აღნიშნული ღონისძიება ყაზახეთის პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.