სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (27.01.2022)

მონოზონ ელენეს (ბუჩუკური) გარდაცვალების გამო

მონოზონმა ელენემ (თამარ ბუჩუკურმა) თავისი ცხოვრება ეკლესიას 44 წლის წინ დაუკავშირა, როდესაც ჯერ კიდევ საერო სამსახურში მუშაობდა და მნიშვნელოვანი თანამდებობაც ეკავა. იგი არ მორიდებია მაშინდელი ათეისტური ხელისუფლებისაგან დევნას და ყველას წინაშე უშიშრად აღიარებდა ღმერთს; მერე კი მონოზონიც გახდა და საქართველოს საპატრიარქოში ცხოვრობდა.
ფარულად მრავალი ქველი საქმე აქვს აღსრულებული; იყო მლოცველი და ეკლესიის დიდი გულშემატკივარი.
ღმერთმა სავანესა მართალთასა დააწესოს დედა ელენეს უკვდავი სული, ღმერთმა ასევე მოიხსენიოს მისი და, მონოზონი ევპრაქსია; ორივე შეიწყალოს და აცხოვნოს დიდითა წყალობითა თვისითა, ამინ.