გარდაიცვალა მეუფე დიმიტრი (კაპანაძე)

მწუხარებით ვიუწყებით, რომ ა.წ. 23 იანვარს, კვირას, ღვთივგანისვენა ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე); იგი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ახალგაზრდა  და ფრიად ღირსეული მღვდელმთავარი.

დაკრძალვა შედგება ხუთშაბათს, 27 იანვარს, 14 საათზე დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.

ვუსამძიმრებთ მშობლებს, ახლობლებს და ყველას, ვინც იცნობდა მეუფე დიმიტრის, უყვარდა და პატივს სცემდა მას.