ა.წ. 4 იანვარს სრულიად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა.
მის უწმინდესობას და უნეტარესობას დაბადების დღე პირადად მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილიმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, ასევე სამღვდელოებამ და მრევლმა.
საზეიმო მიღებას ესწრებოდა წმიდა საყდრის დესპანი, მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკურიც, რომელმაც მის უწმინდესობას რომის პაპის მილოცვა გადასცა.
სტუმრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქვეყნისა და ხალხისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
მისმა უწმინდესობამ შობა-ახალი წელი მიულოცა ყველას და დალოცა სრულიად საქართველო.