სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (11.11.2021)

ბატონ რეზო ჯანაშიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

 

ბატონმა რეზომ თავისი ცხოვრება ეკლესიას 30 წელზე მეტი ხნის წინ დაუკავშირა და მას შემდეგ აღარც განშორებია.

იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, მაღალი პროფესიონალიზმით… იყო დაუზარელი და დაუღალავი... ამიტომაცაა, რომ 600 - მდე ტაძრის პროექტის ავტორია და ამდენად, დიდი წვლილი აქვს შეტანილი აღდგენილი და ახლად  აგებული ეკლესიების ამოქმედებაში.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა მან სავანესა მართალთასა განისვენოს, ხოლო ბატონი რეზოს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა.

 

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიაქრი

 

11.11.2021