სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

ჩვენი ეროვნული მეობის გამოვლენის  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ხელოვნება, ჩვენი კულტურა. ამ სფეროს ჭეშმარიტად რჩეულ წარმომადგენელს, ლეგენდად ქცეულ ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს,  გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს.

მისმა პიროვნებამ, დახვეწილობამ და ესთეტიურობამ მსოფლიოს დაანახა სილამაზისა და მშვენიერების ქართულ ცეკვაში გამოვლენილი დიდებულება.

ღმერთმა დალოცოს ბატონი ფრიდონი, დღეგრძელყოს იგი და ოჯახთან ერთდ გაახაროს ორსავ სოფელსა შინა.