სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (07.08.2021)


    ლია სალაყაიას სახელი საქართველოს ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში შევა, როგორც ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უდიდესი მსახურისა და მისთვის დამაშვრალის.

მთაში თუ ბარში, სოფლად თუ ქალაქად, დიდებთან თუ პატარებთან, პატიმრებთან თუ უცხოეთში მყოფ ქართველებთან, ჯარისკაცებთან თუ ეკლესია-მონასტრებში, უჩვეულოდ მოსიყვარულე, დაუზარელი, გულანთებული ლია მასწავლებელი ყველგან იყო და ყველასთვის იყო. 

ეკლესიისთვის თავდადებული, ძველ წმიდა მოღვაწეთა მსგავსი, სრულიად უვერცხლო მუშაკი ღვთისა, ახლა უკვე მარადიულობის ბილიკებს მიუყვება. 
ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს მისი სვლა.

უფალმან ლიას უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებს, მოსწავლეებსა და გულშემატკივართ, მოანიჭოს ლოცვის ძალა და თვისი შეწევნა, ამინ!


სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

07.08.2021


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2021 ყველა უფლება დაცულია