სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა დამოუკიდებლობესი დღესთან დაკავშირებით (26.05.2021)

სრულიად საქართველოს ვულოცავ    დამოუკიდებლობის დღეს.

ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი. იგი თაობათა ბრძოლის მონაპოვარია და მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისათვის.

ღმერთმა დალოცოს  და აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლნი!

 ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისათვის იღვწის!