ქადაგება ინტრონიზაციის დღესასწაულზე (25 დეკემბერი, 2001 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ინტრონიზაციის დღესასწაულზე

სიონის საკათედრო ტაძარი, 25 დეკემბერი, 2001 წ.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო!
კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და
მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ამ ოცდაოთხი უმძიმესი წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, და თქვენც
ჩემთან ერთად, რომ „უფალი მეფობს“, უფალი ქმნის. უფალი არის „გზა, ჭეშმარიტება და
სიცოცხლე“. ღვთის წყალობა, თქვენი თანადგომა და სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ
გავუძლებდი ამ მძიმე ჯვარს. ამიტომ ვმადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, უფალმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და
სიცოცხლე!
ღმერთმა მშვიდობიანი შობა-ახალწელიწადი გაგითენოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №52, 2001 წ.