მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) პირველი მსახურება მარტვილში

2021 წლის 11 თებერვალს გამართული წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი).

ა.წ. 20 თებერვალს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შეასრულა პირველი მსახურება, რომელსაც ესწრებოდა წმინდა სინოდის წევრი 8 მღვდელმთავარი.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) შეითავსებს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობასაც.


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2021 ყველა უფლება დაცულია