სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (12.12.2020)

საუკუნის ხმა, - თემურ ქევხიშვილი მარადისობის მკვიდრი გახდა.

დიდებული ლოტბარის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებლის, მომავალი თაობის აღზრდისათვის დამაშვრალი საოცარი პედაგოგის, ჩემი ნათლულის, ბატონ თემურის უკვდავი სულისთვის აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვ უფალს, მიუტევოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ამინ!