საქართველოს საპატრიარქოს დახმარება N8 პენიტენციურ დაწესებულებას

ა.წ. 17 სექტემბერს N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განსაკუთრებული ჯიშის მარწყვი (ნაყოფის მიღება წელიწადში ოთხჯერ არის შესაძლებელი) და ყვავილოვანი კომბოსტო დაირგო, რომელიც ბოდბის მონასტერმა შემოწირა.

ეს საქართველოს საპატრიარქოსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უკვე ხანგრძლივი ერთობლივი საქმიანობის ერთ-ერთი მაგალითია.