პატრიარქის ნათლულების კონცერტი

ა.წ. 8 ნოემბერს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პატრიარქის ნათლულების კონცერტი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულების გუნდი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები.
აღსანიშნავია, რომ მისი უწმინდესობის ნათლულების გუნდი 3 წლის წინ შეიქმნა ქ-ნ მაია მიქაბერიძის დიდი ძალისხმევით და უანგარო მუშაობით. მათ რეპერტუარში დღეისთვის უკვე შედის როგორც საგალობლები, ისე ფოლკლორული მუსიკა და ქართული კინომუსიკა.