სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (20.10.2019)

ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს. უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე. დიდი გაჭირვება და განსაცდელი გამოიარა მან. ჩვენ ქედს ვიხრით მის წინაშე. ეკლესიამ აღიარა ის როგორც წმინდანი, როგორც აღმსარებელი. მისი ლოცვა შეგვეწიოს.
დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია, – დღესასწაული ამერიკის სამღვდელოებისა, ქართველი სამღვდელოებისა და მრევლისა, – 10 წლისთავია აშშ-ში ქართული ეკლესიის გახსნისა. ამ თარიღს ვულოცავ ეპისკოპოს საბას, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ამერიკის ეკლესიას. პირველი მრევლი და სამღვდელოება კი ძირითადად იყო დაარსებული ბათუმის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის მიერ.
ჩვენგან წავიდა დიდი დელეგაცია, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმში.
დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს: დილებაშვილებს, ბიჭაშვილებს, ბადრიძეებს, ბერიტაშვილებს, ხოხაშვილებს და გულიშვილებს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ და ღმერთმა მოგცეთ ბრძენი შვილები, თავდადებული სამშოვბლოსათვის.
დღეს ასევე ილოცებიან საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები და მისი ხელმძღვანელი ბ-ნი გიორგი გიორგაძე. ღმერთმა დაგლოცოთ სპორტსმენები, ჩვენ ვამაყობთ თქვენი მოღვაწეობით.
ყველანი დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.
ჩვენთან არს ღმერთი!
მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით იღუმენი სპირიდონი (აბრალავა) აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.