სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა

ა.წ. 15 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი გიორგი გახარია მიიღო. შეხვედრას მღვდელმთავრები და სამღვდელოებაც ესწრებოდნენ.
მისმა უწმინდესობამ ბ-ნ გიორგი გახარიას მიულოცა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება, დალოცა და ჩვენს რთულ დროში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.