საქართველოს საპატრიარქოში ბავშვთა ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ა.წ. 6 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოში, კავშირი ,,21-ე საუკუნის” ორგანიზებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის(UNFPA) მხარდაჭერით და სსიპ ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ (ATIPFUND) პარტნიორობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო სასულიერო პირებისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება ადრეულ (ბავშვობის) ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის და ოჯახში ძალადობის შესახებ, ამასთან სახელმწიფოს პოლიტიკის პრიორიტეტებზე ამ სფეროში.
სასულიერო პირებს წარედგინათ შესაბამისი ინფორმაცია – სტატისტიკა, საკანონმდებლო ბაზა და პრაქტიკა. ამ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა საინტერესო დისკუსია და მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა ერთობლივი თანამშრომლობისათვის.