16 მაისს საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა


ა.წ. 16 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა.
დღეს ჯვრისწერის საიდუმლო 500-ზე მეტი წყვილისთვის შესრულდა, რომელთაც ოჯახი შექმნილი ჰქონდათ, მაგრამ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კი ჯვარი 120-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა, რაც სამ ეტაპად განხორციელდა.
ვულოცავთ მათ ამ გამორჩეულ დღეს და ვუსურვებთ ოჯახების სიწმინდესა და სიმტკიცეს.