სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი მიიღო

ა.წ. 29 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. მისმა უწმინდესობამ ქალბატონ სალომეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, დალოცა და ქვეყნისთვის სასიკეთო მოღვაწეობა უსურვა.