სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (25.11.2018)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის იოანე მოწყალის ხსენება. ვაკეთოთ მოწყალება, სიკეთე და ეს სიკეთე მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში.
დღეს ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს: ხუციშვილებს და შოშიაშვილებს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა თქვენ და სრულიად საქართველოს სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, ყველამ მიიღოს მონაწილეობა 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.