ინფორმაცია გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად წირვა-ლოცვას აღავლენენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში.
ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, ხოლო წირვა, – 10:00 საათზე.
წირვაზე ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და მადლის ქვა.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 14 წლის წინ გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნა.